Monday, February 16, 2015

აფხაზეთი

ანტიკური ეპოქის დასაწყისისათვის დასავლეთ საქართველოში ყალიბდება კოლხეთის სამეფო, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიასაც მოიცავს. ძვ. წ. VI-V საუკუნეებში აქაური დასახლებების ბაზაზე წარმოიქმნა ძველბერძნული ახალშენები: დიოსკურიაგიენოსიტრიგლიტიპიტიუნტი და სხვები. ძვ. წ. I საუკუნეში კოლხეთის სამეფო დასუსტდა და დაიშალა. ამის შედეგად აფხაზეთის ტერიტორიაზე აფსილების, აბაზგების და სანიგების სამთავროები წარმოიქმნა, ხოლო მთიან ზონაში – მისიმიანთა სვანური გაერთიანება. III-IV საუკუნეებში ჩამოყალიბდა ლაზთა სამეფო, რომელმაც თავისი ძალაუფლების ქვეშ მთელ კოლხეთთან ერთად გააერთიანა აფხაზეთის ტერიტორიაც. V-VI საუკუნეებში აფხაზურმა ტომებმა დასავლეთით გადაინაცვლეს. ამ პერიოდში ლაზიკის საზღვარი თანამედროვე სოჭის ჩრდილოეთით გადიოდა.

აჭარა

საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე აჭარა გამოირჩევა არა მხოლოდ არაჩვეულებრივი ბუნებით, შავი ზღვის ხიბლითა და მზიანი დღეებით, არამედ განსაკუთრებულად თბილი და მოსიყვარულე ხალხით, მდიდარი ფოლკლორული ტრადიციებითა და კულტურული სიმდიდრეებით. აჭარის ბუნება მეტად მრავალფეროვანია, მასში მთისა და ზღვის წარმტაცი პეიზაჟები, ბუნებრივი ნაკრძალებისა და ულამაზესი პარკების სიმდიდრე, საუცხოო სამზარეულო და თვითმყოფადი ტრადიციები ერთმანეთს ავსებს და ერთნაირად იზიდავს ქართველ თუ უცხოელ დამსვენებლებს.

სამცხე-ჯავახეთი


სამცხე-ჯავახეთი საქართვლოს უძველესი კუთხეა. ამ ტერიტორიაზე მრავალი არქეოლოგიური ძეგლია. შეიძლება ითქვას, რომ სამცხე-ჯავახეთის მიწა-წყალი მრავალ საიდუმლოს ინახავს და მისი ვრცელი ტერიტორიები  გამოსაკვლევია.

არქეოლოგიურმა გათხრებმა ცხადყო რომ ადამიანს სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე უძველესი დროიდან უცხოვრია. რეგიონის ტერიტორიაზე მრავალი ადრე ანტიკური ხანის ნაქალაქარი და ყორღანული სამარხი იქნა აღმოჩენილი. აქ ვხვდებით ციკლოპური ტიპის-უზარმაზარ ლოდებიდან მშრალად ნაშენ ციხე ნამოსახლარებს,  გალავნებს, კოშკებსა და აკლდამებს.

მცხეთა-მთიანეთი

მცხეთა-მთიანეთი საქართველოს ერთ-ერთი უმშვენიერესი და მრავალფეროვანი მხარეა, აქ ერთმანეთის გვერდი-გვერდაა კავკასიონის მთავარი ქედის თოვლიანი მთები 3500 მეტრის და 5000 მეტრის მწვერვალებითა და უღელტეხილებით, ულამაზესი ხეობები, იქ ჩაკარგული ტბები და ალპური ველ-მინდვრები. საოცრად ლამაზია ხევისა და ხევსურეთის კავკასიონი. იგი ციცაბო ფერდობებით ეშვება არაგვის ვაკეზე და განუმეორებელ პეიზაჟს ქმნის. კავკასიონის ქედზე არსებული რამდენიმე უღელტეხილიდან ერთ-ერთი – ჯვრის უღელტეხილით, რომელიც განუმეორებელი სილამაზის საქართველოს სამხედრო გზაზე მდებარეობს, საქართველო ისტორიულად ჩრდილოეთ კავკასიას უკავშირდებოდა. საქართველოს ეს მშვენიერესი პროვინციააღწერილი აქვთ, როგორც გამოჩენილ ქართველ პოეტებსა და მწერლებს ისე მრავალ უცხოელ მოგზაურს.

რაჭა-ლეჩხუმი


რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში აღმასრულებელ ხელისუფლებას განახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული. მისი ფუნქციებია უზრუნველყოს რეგიონში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის კოორდინაცია, რესურსების მობილიზება, ადმინისტრაციულტერიტორიული ერთეულების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების ორგანიზება, ინვესტიციების მოზიდვისა და რეფორმების განხორციელების ხელშეწყობა, ადამიანის უფლებების დაცვა და სხვა.
მხარეში ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება წარმომადგენლობითი (საკრებულო) და აღმასრულებელი (გამგეობა) ორგანოების მიერ შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით. მხარის ადმინისტრაციული ერთეულებია: რაიონის გამგეობა — 4, სოფლის საკრებულოები — 56. საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება ონის რაიონის 2 საკრებულოზე (ყოფილი ჯავის რაიონის ნაწილი).

შიდა ქართლი

ისტორიული ქართლი გეოგრაფიული მდებარეობისა და მდინარე მტკვრის მიხედვით დანაწილებული იყო ზემო, შუა ანუ შიდა და ქვემო ქართლად, რომელსაც ძველად ზენა სოფელი ეწოდებოდა.

შიდა ქართლი ვრცელდებოდა აღმოსავლეთით არაგვსა და თბილისამდე, ჩრდილოეთით – კავკასიონის ცენტრალურ ქედამდე,  დასავლეთით – ლიხის ქედამდე, ხოლო სამხრეთით თრიალეთის ქედამდე და ფარავნის ტბამდე (ჯავახეთი). შიდა ქართლის მტკვრის სამხრეთით მდებარე ნაწილს გაღმამხარი ეწოდებოდა. ეს უკანასკნელი ისტორიული წყაროების მიხედვით ზოგჯერ არ შედიოდა შიდა ქართლში, მაშინ როცა მტკვრის ჩრდილოეთით მდებარე ქვეყანა ყოველთვის შიდა ქართლში იგულისხმებოდა.

გურია

გურიის რეგიონი საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ძირითადად, კოლხეთის დაბლობზე მდებარეობს. გურიას დასავლეთით ესაზღვრება შავი ზღვა, სამხრეთით - აჭარა-გურიის ქედი, მდინარე ჩოლოქი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, აღმოსავლეთით - იმერეთი, ხოლო ჩრდილოეთით - სამეგრელო. გურიის ფართობია 2033 კვ.კმ., ქვეყნის ტერიტორიის 2,9%. გურიის მოსახლეობის რაოდენობა 139,8 ათასია, რაც საქართველოს მოსახლეობის 3,1%-ს შეადგენს. მხარეში შედის 189 დასახლებული პუნქტი - 2 ქალაქი, 5 დაბა და 182 სოფელი. მხარის მოსახლეობის 26,4% ცხოვრობს ქალაქებსა და დაბებში, ხოლო 73,6% სოფლებში. მოსახლეობის სიმჭიდროვე მხარის ტერიტორიაზე შეადგენს 69 ადამიანს კვ.კმ-ზე. მაღალმთიან დასახლებებს მიეკუთვნება ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ათზე მეტი სოფელი. მოსახლეობის 96% ეთნიკურად ქართველია. გურიის რეგიონში მოქმედებს სამი თვითმმართველი ერთეული: ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები. რეგიონულ დონეზე სახელმწიფოს აღმასრულებელ ხელისუფლებას წარმოადგენს სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი, რომლის ადმინისტრაცია ქ. ოზურგეთშია განთავსებული. ქ. ოზურგეთი დედაქალაქიდან 325 კმ-ით არის დაშორებული. რეგიონის ზღვისპირა მდებარეობა, ქ. ფოთის პორტთან და
თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასთან, ქუთაისის აეროპორტთან და ბათუმის აეროპორტთან სიახლოვე ქმნის კარგ პირობებს რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის.

ქვემო ქართლი

  • ქვემო ქართლის უმეტესი ნაწილი თბილისიდან სამხრეთით მდებარეობს. მისი საზღვრები ძირითადად ემთხვევა ისტორიული პროვინციის საზღვრებს, თუმცა აერთიანებს გარე კახეთის ნაწილსაც (კუხეთი და გარდაბანი). ჩრდილოეთი და დასავლეთი საზღვრები მიუყვება თრიალეთისა და სამსარის ქედებს. სამხრეთიდან ესაზღვრება აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკები.
    მხარის ფართობი შეადგენს 6528 კვ.კმ–ს, რაც საქართველოს საერთო ფართობის 10%-ია. საქართველოს მხარეებს შორის ქვემო ქართლს ფართობით მე-4 ადგილი უკავია, ხოლო მოსახლეობით მე-3. მოსახლეობა — 497 ათასს
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი

    სამეგრელო-ზემო სვანეთი მდებარეობს საქართველოს ცენტრალურ ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. რეგიონის ტერიტორია ქვეყნის ტერიტორიის 10.6%-ია, რაც შეადგენს 7.4 ათას კვ. კმ-ს, ამ მონაცემით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს მეორე ადგილი უკავია საქართველოს რეგიონებს შორის, ხოლო ტყეებს უკავიათ 3.01 ათასი კვ. კმ. ანუ რეგიონის მთლიანი ფართობის 40.7 %. 

    დასავლეთიდან სამეგრელო-ზემო სვანეთს აფხაზეთი და შავი ზღვა, ჩრდილოეთიდან მთავარი წყალგამყოფი ქედი, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან და აღმოსავლეთიდან რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონი (საზღვარი სვანეთის, ეგრისის ქედზე და ასხის მასივზეა), სამხრეთ-

    აღმოსავლეთით იმერეთის და სამხრეთით გურიის რეგიონი ესაზღვრება. 

    კახეთი

    კახეთი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი მხარეა. კახეთის რეგიონი საქართველოს აღმოსავლეთით მდებარეობს და საქართველოს რეგიონებს შორის ყველაზე დიდი ტერიტორია უკავია. მოსახლობის რაოდენობა 400 ათასს აღემატება. კახეთს ორ ნაწილად ჰყოფს ცივ-გომბორის ქედი, საიდანაც დასავლეთით ივრის, აღმოსავლეთით კი ალაზნის ველის იშიათი ბუნებრივი სანახაობა იშლება: აქ ერთმანეთის გვერდიგვერდაა კავკასიონის თოვლიანი მთები, ულამაზესი ვაკეები და ველ-მინდვრები. მრავალფეროვან ბუნებრივ ლანდშაფტს ორგანულად ერწყმის ქართული არქიტექტურის უნიკალური ნიმუშები. მის შემადგენლობაშია ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს,თელავის, თიანეთის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის რაიონები.

    იმერეთი

    იმერეთი დასავლეთ საქართველოს მხარეა. იყოფა ზემო და ქვემო იმერეთად. გეოგრაფიულად მას საქართველოში ცენტრალური ადგილი უკავია - ჩრდილოეთიდან ესაზღვრება რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, აღმოსავლეთიდან - შიდა ქართლი, დასავლეთიდან - გურია, სამეგრელო და ზემო სვანეთი.იმერეთში 450-ზე მეტი ისტორიული ძეგლია. მათი ადგილმდებარეობა იმერეთის უმშვენიერეს ლანდშაფტის პირობებში მნახველზე განუმეორებელ შთაბეჭდილებას ტოვებს. რეგიონში განვითარებულია აღმოჩენითი და სათავგადასავლო ტურიზმი, როგორიცაა სამთო ქვეითი, საცხენოსნო, ქვეითი, სპალეო ტურიზმი, რაფტინგი მდინარე რიონზე (იმერეთის ყველაზე დიდ მდინარეზე), ეკოტურიზმი, სათევზაო ტურიზმი. ცალკე აღნიშვნის ღირსია ღვინისა და სამზარეულოს ტურები. იმერეთის მიწაზე არ მოიძებნება კუთხე, ხეობა თუ სოფელი წარსულის რაიმე ნაშთი რომ არ იყოს დარჩენილი - ეკლესია, სამრეკლო, ციხის ნანგრევი, სადარაჯო კოშკი ან ნასახლარი. იმერეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებენ, რომ ამ მხრეში ადამიანი ჯერ კიდევ ქვედა პალეოლითის ხანაში ცხოვრობდა. ასეთია საკაჟიის და ჭახათის, დევისხვრელის გამოქვაბულები, სათაფლიის მიდამოები და სხვ.საქალაქო ცხოვრების უძველესი პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები ნაპოვნია ქუთაისში, ვარციხეში, შორაპანში.
    ვანში აღმოჩენილმა ანტიკური კულტურის ძეგლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა კოლხეთის უძველესი ცივილიზაციის არსებობა დასავლეთ საქართველო
    ში.