Monday, February 16, 2015
იმერეთი
იმერეთი დასავლეთ საქართველოს მხარეა. იყოფა ზემო და ქვემო იმერეთად. გეოგრაფიულად მას საქართველოში ცენტრალური ადგილი უკავია - ჩრდილოეთიდან ესაზღვრება რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, აღმოსავლეთიდან - შიდა ქართლი, დასავლეთიდან - გურია, სამეგრელო და ზემო სვანეთი.იმერეთში 450-ზე მეტი ისტორიული ძეგლია. მათი ადგილმდებარეობა იმერეთის უმშვენიერეს ლანდშაფტის პირობებში მნახველზე განუმეორებელ შთაბეჭდილებას ტოვებს. რეგიონში განვითარებულია აღმოჩენითი და სათავგადასავლო ტურიზმი, როგორიცაა სამთო ქვეითი, საცხენოსნო, ქვეითი, სპალეო ტურიზმი, რაფტინგი მდინარე რიონზე (იმერეთის ყველაზე დიდ მდინარეზე), ეკოტურიზმი, სათევზაო ტურიზმი. ცალკე აღნიშვნის ღირსია ღვინისა და სამზარეულოს ტურები. იმერეთის მიწაზე არ მოიძებნება კუთხე, ხეობა თუ სოფელი წარსულის რაიმე ნაშთი რომ არ იყოს დარჩენილი - ეკლესია, სამრეკლო, ციხის ნანგრევი, სადარაჯო კოშკი ან ნასახლარი. იმერეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებენ, რომ ამ მხრეში ადამიანი ჯერ კიდევ ქვედა პალეოლითის ხანაში ცხოვრობდა. ასეთია საკაჟიის და ჭახათის, დევისხვრელის გამოქვაბულები, სათაფლიის მიდამოები და სხვ.საქალაქო ცხოვრების უძველესი პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები ნაპოვნია ქუთაისში, ვარციხეში, შორაპანში.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment